არსენალმა შეთავაზება გააკეთა | ბართიშვილს რამდენიმე ვარიანტი აქვს
BBC-ის ჟურნალისტმა, სემი მოკბელმა ანდრია ბართიშვილთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ქართველი ფეხბურთელი „არსენალის“ ყურადღების ცენტრშია და მოკბელის მიხედვით, „მეთოფეებმა“ მას ოფიციალური წინასაკონტრაქტო შეთავაზება გაუკეთეს.
ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბართიშვილი ლონდონში წლის ბოლოს ჩავა. ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, „არსენალი“ ერთადერთი არაა, ვინც 17 წლის შემტევს აკვირდება. ბართიშვილს სხვა ვარიანტებიც აქვს და საბოლოო არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.
Exc: Arsenal make formal pre-contract offer to sign Georgia U21 international Andria Bartishvili - who has been dubbed the next Khvicha Kvaratskhelia. https://t.co/UCcwH1Bd0Y
— Sami Mokbel (@SamiMokbel_BBC) August 20, 2026
მოკბელი ანდრიათი დაინტერესებულ ორ კლუბს ასახელებს და აცხადებს, რომ ის „ლივერპულისა“ და „იუვენტუსის“ რადარებზეა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე „არსენალის“ სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას ასისტენტი, მაურისიო მიკელი მუშაობს.
ცნობისთვის, ბართიშვილი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საკუთრებაა და იჯარის წესით თბილისის „იბერია 1999“-ში თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.