გიორგი წიტაიშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

„გუნდში ოჯახური გარემო დამხვდა“ - წიტაიშვილის კომენტარი რაიო ვალეკანოზე

„რაიო ვალეკანოს“ შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა ესპანურ კლუბში გადასვლის შემდეგ, „რაიო ვალეკანოს“ გვერდთან ტრანსფერისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.

რას ამბობს წიტაიშვილი:

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობაში ყოველთვის ვუყურებდი ესპანეთის ჩემპიონატის თამაშებს. ყველა საუკეთესო ფეხბურთელი აქ თამაშობდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ყველაფერი ძალიან კარგადაა, კოლექტივში ნამდვილი ოჯახური გარემოა. აქ გატარებული პირველი დღეები შესანიშნავი იყო. ყველა ერთად ვართ, ისეთი გუნდია, სადაც ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. საერთო ჯამში, ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის იგებს. ძალიან ოჯახური გარემოა, სადაც ერთიანები ვართ როგორც გასახდელში, ისე მოედანზე.

ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გავიარო ადაპტაცია. თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ოჯახური გუნდია. ახლა, მთავარია, ალავესთან მატჩი მოვიგოთ, ან უბრალოდ კარგად ვითამაშოთ. საბოლოო ჯამში, თუ ყველა თამაშს იგებ, ეს შესანიშნავია. მთავარია, რომ ყველა მატჩში ერთად ვიდგეთ. დიახ, მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ იგებ. თუმცა მაშინაც კი, როცა ვერ ვიგებთ, ყოველთვის ერთად ვართ“.

„რაიო ვალეკანომ“ გიორგი წიტაიშვილი ოფიციალურად გუშინ დაარეგისტრირა, თუმცა მთელი კვირაა ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მოსალოდნელია, რომ წიტაიშვილი „ალავესის“ წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში იქნება.

„რაიო ვალეკანო“ ლა ლიგის მეორე ტურში ალავესს დღეს, საკუთარ მოედანზე საქართველოს დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს შესაძლოა, ზუსტად ის იყოს, რაც სჭირდება“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი მამარდაშვილზე
„ეს შესაძლოა, ზუსტად ის იყოს, რაც სჭირდება“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი მამარდაშვილზე