იბერია 1999
Aa
Aa

„პირველი 15-20 წუთი ძალიან რთული იყო“ | იაგელონიას მეკარის კომენტარი

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში „იბერია 1999“-ის მეტოქე „იაგელონია“ გახლავთ. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა პირველი თამაში სტუმრად გამართა და 0:4 დამარცხდა. თბილისურმა კლუბმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩის შემდეგ „იაგელონიას“ მეკარემ, სლავომირ აბრამოვიჩმა კომენტარი გააკეთა.

„განმეორებით შეხვედრაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გვინდოდა, ჩვენი მოედნისა და ჩვენი გულშემატკივრის უპირატესობა გამოგვეყენებინა, რათა რაც შეიძლება მეტი გოლი გაგვეტანა და კარი მშრალად შეგვენახა. ჩვენი გეგმა სწორედ ეს იყო.

ვფიქრობ, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, უფრო მეტი გოლის გატანაც შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, 4:0 ძალიან ხელსაყრელი შედეგია, მაგრამ კონცენტრაცია ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი მატჩია და საქართველოში ზუსტად იმავე განწყობით უნდა ვითამაშოთ.

რა იყო საკვანძო ფაქტორი? ვფიქრობ, გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი 15-20 წუთი ჩვენთვის ძალიან რთული იყო. მეტოქემ მატჩი მაღალ დონეზე დაიწყო, როგორც ინტენსივობის, ისე კარგი ფეხბურთის თამაშის მხრივ, და მათ ბევრი მომენტი შექმნეს.

ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება სწორედ აქ გამოჩნდა — საწყის წუთებში გოლი არ გავუშვით, რთულ პერიოდს გადავურჩით, უპირატესობა მოვიპოვეთ და მეტოქეს თავს ჩვენი ტემპი მოვახვიეთ.

რაზე ვისაუბრეთ შესვენებაზე? მწვრთნელმა პირველ 15 წუთზე ბევრი არ ილაპარაკა, რადგან ეს პერიოდი უბრალოდ უნდა დაგვევიწყებინა. ვთქვით, რომ 2:0 კარგი ანგარიშია, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს ორრაუნდიანი დუელია და მეორე შეხვედრაში ზუსტად ასეთივე განწყობით უნდა გამოვიდეთ, ან უკეთესითაც კი. მეტოქეს მეტი ინტენსივობა უნდა შევთავაზოთ და მეტი გოლი გავიტანოთ“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება. მატჩი 27 აგვისტოს არის დანიშნული და 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდროს რამდენიმე მსურველი ჰყავდა | ლეიკერსმა დონჩიჩის ფაქტორი გამოიყენა
სანდროს რამდენიმე მსურველი ჰყავდა | ლეიკერსმა დონჩიჩის ფაქტორი გამოიყენა