თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი, გია ცეცაძე, რუსთავი, ჟან სოუზა დე ალმეიდა
Aa
Aa

უმნიშვნელოვანესი 3 ქულა - რუსთავმა სტუმრად თბილისის დინამოს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტური „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ მატჩით გაიხსნა.

28-ე წუთზე სტუმრები ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააწინაურა, 39-ე წუთზე პრინს ოსეიმ გია ცეცაძის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სოლომონ კესიმ გამოიჩინა თავი და შესვენებაზე რუსთაველები სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიამ თამაშში ჯაბა კანკავა, თორნიკე კვარაცხელია და ჰალიდ დოლტმურზიევი ჩართო, „დინამოელებმა“ მეტოქეზე წნეხი გაზარდეს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებლად იმოქმედა „რუსთავის“ მეკარემ, პაპუნა ბერუაშვილმა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და „რუსთავმა“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა - 3:0.

21 მატჩის შემდეგ „რუსთავი“ 38 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა „იბერიას“ (34 ქულა) ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ქეცბაიას გუნდს, „დინამოს“ 21 მატჩის ასევე 34 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის დინამომ ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის დინამომ ბრაზილიელი მეკარე დაიმატა