იბერია 1999, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი არაბიძე, დიეგო დეისაძე, ქუთაისის ტორპედო, გიორგი ჯინჯოლავა, ამირან ძაგანია
Aa
Aa

დეისაძის გამარჯვების გოლი | ტორპედომ იბერიას 7-გოლიან თრილერში მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ’’ 7-გოლიან თრილერში ჩემპიონი „იბერია’’ 4:3 დაამარცხა.

მე-6 წუთზე გიორგი არაბიძემ გარე ტერფით ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა, ფელიპე პირესმა ანგარიში გახსნა, მე-13 წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებას დათო ბუკიას გოლი მოჰყვა. 21-ე წუთზე ჯინჯოლავამ კუცია მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში ერთ ბურთამდე შემცირდა - 2:1. ტაიმის მიწურულს ბუკიას პასით მამუჩაშვილმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა - 3:1.

56-ე წუთიდან ანდრეი დემჩენკოს გუნდმა 10 ფეხბურთელით ითამაშა, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

65-ე წუთზე ჯინჯოლავამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, გოლი ამირან ძაგანიას აქტივშია. ცვლილებაზე გამოსულმა ნიკოლოზ სიხარულაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

83-ე წუთზე ვირჟილ პენსონის ჩაწოდების შემდეგ დიეგო დეისაძემ თავით ეფექტური გოლი შეაგდო და „ტორპედოს’’ 3 ქულა მოუპოვა.

მიმდინარეობს განახლება

ფოტო: ტორპედოს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პანათინაიკოსის პროექტი მოსწონს, თუმცა... | რა ხდება გოჩოლეიშვილის გარშემო
პანათინაიკოსის პროექტი მოსწონს, თუმცა... | რა ხდება გოჩოლეიშვილის გარშემო