იბერია 1999, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

„ნაპოლიში რომ საკმარისი დრო მიეცეს...“ - AreaNapoli ბართიშვილზე წერს

იტალიური გამოცემა AreaNapoli „იბერია 1999“-ის 17 წლის შემტევზე, ანდრია ბართიშვილზე წერს. გამოცემის ინფორმაციით,

„ბართიშვილი დამსახურებულად ითვლება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად. კვარაცხელიასთან შედარებებს ვერსად გავექცევით - ეს პირველ რიგში უკავშირდება ფეხბურთელების წარმომავლობას, ტექნიკურ უნარებს და კრეატიულობას, თუმცა კვარას „ზუსტ ასლად“ ბართიშვილის წარმოჩენა შეცდომა იქნებოდა.

ბართიშვილი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა. ბართიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ორივე ფეხით კარგი თამაშია.

კვარაცხელიასთან შედარებით ბართიშვილი უფრო დაბალია, რაც აძლევს საშუალებას, სწრაფად შეცვალოს მიმართულება, აჩქარდეს მოკლე სივრცეებში და შეინარჩუნოს ბალანსი დრიბლინგის დროს. თუმცა ფიზიკურ ორთაბრძოლებში ის დომინანტურად ვერ გამოიყურება და ამ მხრივ მეტი აქვს სამუშაო.

ბართიშვილს კარგი პირველი შეხება აქვს და ის ხშირად იღებს ბურთს მეტოქის დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის. ბოლო მესამედში ის ძალიან კრეატიულია, თუმცა ბართიშვილის მთავარი უნარი პრესინგისგან თავის იოლად დაღწევაა.

ბოლო თვეების განმავლობაში ბართიშვილს ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი აკვირდება - მათ შორის არსენალი, ლივერპული და პარიზი. არავისთვისაა გასაკვირი, რომ კვარაცხელიას მაგალითით შთაგონებული ნაპოლი აგრძელებს ქართულ საფეხბურთო ბაზარზე დაკვირვებას. ამ მხრივ ბართიშვილი პოტენციურად იმედისმომცემ ინვესტიციას წარმოადგენს.

თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდში ბართიშვილს ადაპტაციისთვის საკმარის დროს მისცემენ და კვარაცხელიას მემკვიდრის სტატუსით არ დაამძიმებენ, მას შეუძლია, თანამედროვე ტიპის შემტევ ნახევარმცველად ან კრეატიულ გარემარბად ჩამოყალიბდეს“.

ცნობისთვის, ბართიშვილი „კოლხეთის“ საკუთრებაა და იჯარით „იბერია 1999“-ში თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი და ბარსასთან ერთად ლიგის მოგება | ბართიშვილის ვრცელი ინტერვიუ
ოქროს ბურთი და ბარსასთან ერთად ლიგის მოგება | ბართიშვილის ვრცელი ინტერვიუ