ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

პსჟ-მ ბართიშვილის მიმართ ინტერესი გამოხატა | ბრიტანული მედია ქართველ ტალანტზე

ლონდონის „არსენალის’’ სკაუტები ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფებოდნენ, „ლარნი’’ – „იბერიას’’ მატჩს დაესწრნენ. DailyMail-ის ცნობით, ინტერესის ობიექტი „იბერიას“ მაღალი შეფასების მქონე ქართველი შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილია. ანდრიამ ჩრდილოთ ირლანდიაში საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, ჩრდილში იყო და მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკომ შეცვალა.

Daily Mail-ი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, 17 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს.

მიმდინარე წლის ივნისში BBC იუწყებოდა, რომ „მეთოფეები'' ანდრიას თაობაზე ოფიციალურ წინადადებას ამზადებდნენ. ასევე, ბართიშვილს მიმართ ინტერესი „ლივერპულმა'' და „იუვენტუსმა'' გამოხატეს.

2027 წლის 18 მარტს ბართიშვილი 18 წლის გახდება და ევროპაში თამაშის უფლება ექნება. რადგან ანდრია ევროკავშირის მოქალაქე არაა, 18-წლამდე ევროპულ კლუბში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასე რომ, 18 წლამდე საქართველოში ითამაშებს.

ანდრია ფოთის „კოლხეთის'' საკუთრებაა, „იბერიაში'' იჯარით წესით თამაშობს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 2 საგოლე პასი შეასრულა. 16-დან ხუთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა. მიმდინარე ევროსეზონში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში საგოლე მოქმედება არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველი მეკარე გახდება | შეი გივენი მამარდაზე
არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველი მეკარე გახდება | შეი გივენი მამარდაზე