„ფლიკი მიქაუტაძეს ესაუბრა“ - რას წერს ვილიარეალთან დაახლოებული ჟურნალისტი
„ვილიარეალის“ ქართველ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესა და „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის საუბარი შედგა. ამის შესახებ „ვილიარეალთან“ დაახლოებული ესპანელი ჟურნალისტი ხავი მარტინესი იტყობინება.
რას წერს ესპანელი ჟურნალისტი:
„არსებული ინფორმაციით, ფლიკთან საუბრის შემდეგ მიქაუტაძე „ბარსაში“ გადასვლას დათანხმდა. ამ დროისთვის ქართველი ფორვარდი „ბარსელონასთვის“ სატრანსფერო ბაზარზე მეორე არჩევანია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის ფლიკის გუნდის მთავარ ცენტრფორვარდად ვიხილოთ.
„ბარსელონაში“ იციან, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ სულ მცირე 60-65 მილიონი ევრო უნდა შესთავაზონ. არაა გამორიცხული, რომ დეკუმ ამ თანხის შესამცირებლად „ვილიარეალს“ „ბარსას“ რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზოს.
„ბლაუგრანა“ კვლავ ხულიან ალვარესზე არის ფოკუსირებული, თუმცა ყველას ესმის, რომ არგენტინელის გადაბირება რთული იქნება“.
ცნობისთვის, მიქაუტაძე „ვილიარეალს“ შარშან შეურთდა და 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 30 მილიონი ევროა.