ჰანსი ფლიკი, დეკუ
Aa
Aa

„ვიმედოვნებ გარიგება შედგება, დეკოს მუშაობის მჯერა“ - ფლიკი ფორვარდის შეძენაზე

„ბარსელონა“ აქტიურად განიხილავს ახალი 9 ნომრის შეძენას. რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლი შემდეგ, კატალონიელებმა ხულიან ალვარესი ვერ გაიფორმეს, რის შემდეგაც „ბლაუგრანა“ სათადარიგო გეგმაზე გადაერთო.

„ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ საკითხზე მოკლე და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„დიახ, ჩვენ ვეძებთ თავდამსხმელს, 9 ნომერს. დეკო უკვე დიდი ხანია შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ვიმედოვნებ და მტკიცედ მწამს, რომ გარიგება შედგება. მე მჯერა დეკოს მუშაობის. ვნახოთ რა მოხდება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ საკმაო დროა“.

- განაცხადა ფლიკმა.

გერმანელის სიტყვებიდან ჩანს, რომ კატალონიელები ახალი ფორვარდის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ საკითხზე სპორტულმა დირექტორმა დეკუმაც ისაუბრა:

„ჩვენ ყველათი კმაყოფილები ვართ. თითოეულ ტრანსფერს, რომელიც განვახორციელეთ, თავისი მიზანი აქვს. სანამ ვინმეს დავიმატებდით, გადაწყვეტილების მიღებამდე ეს საკითხი ვრცლად განვიხილეთ. როდრი თავდაპირველად ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, რადგან გვეგონა, რომ ის ხელმისაწვდომი არ იყო. როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, მაშინვე გამოვიყენეთ ის და წარმატებას მივაღწიეთ, ისევე როგორც გორდონის, ადეიემის, ბისივუსა და კანსელოს შემთხვევაში. ყველაფერს თავისი მიზანი აქვს: გუნდის გაუმჯობესება, და როდრი მას აუმჯობესებს. ჩვენ ფეხბურთელებს იმიტომ არ ვყიდულობთ, რომ ისინი „რეალს“ წავართვათ, ეს შეცდომა იქნებოდა.

ორი ფეხბურთელი წავიდა - ფერანი და რობერტი (ლევანდოვსკი). ფერანის დატოვებული სიცარიელის შევსება ახალწვეულებით შეგვიძლია, მაგრამ რობერტის შეცვლა ძალიან რთულია. კარგი ფეხბურთელიც რომ გვეპოვა, ეს მაინც რთული იქნებოდა, რადგან მან ჩვენთან მთელი ეპოქა შექმნა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, მაგრამ გარკვეულ ნაბიჯებს ნამდვილად გადავდგამთ. მთავარი საუკეთესო გამოსავლის პოვნაა. ვმუშაობთ იმის გასაგებად, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ახლა და სეზონის ბოლომდე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები