მოურინიო: იამალი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რეალისთვის არ შევიძენდი
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მადრიდულ გუნდში „ბარსელონას“ ათიანის, ლამინ იამალის ხილვა არ სურს და შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს არ შეიძენდა.
– რას იტყვით, კარგად თამაშობს „ბარსელონა“? მოგწონთ „ბარსა“ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით?
„დიახ, დიახ, მომწონს. ისინი კარგად თამაშობენ. ძალიან კარგი ნამუშევარია. ფლიკი, დეკო და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები. ეს გუნდი ნამდვილად მომწონს“.
– ისურვებდით თუ არა ლამინ იამალის ხილვას „რეალში“?
„არა. უდავოდ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც კიდევ ბევრი განვითარება სჭირდება. მის ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა არანორმალური რამ არის. მაგრამ „რეალს“ ტოპ-გუნდი ჰყავს. მე ადგილს არ გავათავისუფლებდი. ახლა ისენი ჩემი ფეხბურთელები არიან. ჩემი ფეხბურთელები კი საუკეთესოები არიან“,
- განაცხადა ჟოზე მოურინიომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.
„რეალი“ და „ბარსა“ ლა ლიგის 2026/27 წლების სეზონს ამ უქმეებზე დაიწყებს. შაბათს, მადრიდელები ბარსელონაში „ესპანიოლს“ (23:30) დაუპირისპირდებიან. „ბლაუგრანა“ კი კვირას „ელჩეს“ (23:30) ესტუმრება.