„რამდენჯერმე ვესაუბრე, მისმა ყოყმანმა ეჭვი გამიჩინა“ - მოურინიო როდრიზე
მადრიდის „რეალის“ ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ El Chiringuito-სთან ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, თუ რატომ ჩაიშალა როდრის ტრანსფერი, მაშინ როდესაც „ბარსელონაზე“ ადრე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს „ბლანკოსი“ დაუკავშირდა.
„პირადად მე რამდენჯერმე ვესაუბრე როდრის. „რეალმა“ მას კარგი შეთავაზებით მიმართა, მაგრამ მისმა ყოყმანმა ეჭვი გამიჩინა.
როდრი გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ „რეალი“ სულ სხვა განზომილებაა. ჩვენ ვერ გვეყოლება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც „რეალში“ გადასვლაზე ფიქრისას ყოყმანობს. როდესაც „რეალიდან“ გირეკავენ, უნდა იკითხო - როდის ჩამოვიდე?“
„განსაკუთრებულმა“ ასევე ისაუბრა ვინისიუს ჟუნიორზე, რომელიც „სამეფო კლუბიდან“ წასვლასთან იყო ახლოს, თუმცა შემდეგ ახალი კონტრაქტი გააფორმა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩა.
„მე დავურეკე ვინისიუსს და ვუთხარი: სად აპირებ წასვლას? თუ წახვალ, „რეალის“ მნიშვნელობას მერე გაიაზრებ, ამიტომ არ წახვიდე. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვამბობდი, იმიტომ რომ მას „რეალი“ ძალიან უყვარს“.
ცნობისთვის, „რეალი“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 22 აგვისტოს სტუმრად, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.