როდრი
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა“ - როდრი უკვე ბარსელონაშია

როდრი უკვე ბარსელონაშია და უახლოეს საათებში „ბლაუგრანასთან“ ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.

სოციალურ ქსელებში ბარსელონას აეროპორტში გადაღებული კადრები ვრცელება, რომელშიც როდრი იძახის, რომ თავისი ოცნება აიხდინა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დაძაბული რამდენიმე დღე იყო, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია თქვენი გაცნობა.“

„ბარსელონაში თამაში ჩემთვის ოცნებაა. ძალიან ველოდები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყოფნას. ახლა ბევრი მუშაობის და ბოლომდე დახარჯვის დროა. ყველაფრისთვის, საქმისთვის და იმისთვის, რისი მიღწევაც შესაძლებელია“, - ამბობს როდრი.

გავრცელებული ცნობებით, „ბარსელონას“ „მანჩესტერ სიტიდან“ ფეხბურთელის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდება. როდრი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სევილია სპორტინგის პირობებს დათანხმდა? - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
სევილია სპორტინგის პირობებს დათანხმდა? - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია