ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილი და ჩიკაგო ფაიერი | Digisport ახალ ინფორმაციას ავრცელებს

რუმინულმა გამოცემამ, Digisport-მა „უნივერსიტატეა კრაიოვას“ ქართველ ფეხბურთელზე, ანზორ მექვაბიშვილზე დაწერა. 25 წლის ნახევარმცველის გადაბირებით MLS-ის კლუბი, „ჩიკაგო ფაიერია“ დაინტერესებული და წინადადება გააკეთა, რომელზეც თანხმობა მიიღო.

Digisport-მა „ჩიკაგოს“ შეთავაზების დეტალები გაასაჯაროვა. რუმინული გამოცემის მიხედვით, „უნივერსიტატეა კრაიოვა“ მზადაა, მექვაბიშვილი 2.1 მილიონ ევროს გაყიდოს, თუმცა საბოლოო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა. ანზორი MLS-ში გადასვლაზე ბოლომდე დარწმუნებული არ არის, მიზეზი კი ფინანსურ მხარეს უკავშირდება.

Digisport-ის მიხედვით, „ჩიკაგო“ მზადაა, მექვაბიშვილს თვეში 40 000 აშშ დოლარი გადაუხადოს. ამერიკელთა მიერ შეთავაზებული ხელფასი, მის ამჟამინდელ ანაზღაურებას ბევრით არ აღემატება, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, „უნივერსიტატეა კრაიოვა“ მექვაბიშვილის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა დათმობებზე წავიდა. რუმინულ კლუბს ერთი მოთხოვნა აქვს: ანზორი გუნდს მხოლოდ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის დასრულების შემდეგ დატოვებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე „არარატ არმენია“, რომელთანაც პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება - ირაოლა ბრაზილიელს ესაუბრა
ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება - ირაოლა ბრაზილიელს ესაუბრა