„მოწინავე პოზიციებზე იქნება“ - რამუშმა ხვიჩაზე და ოქროს ბურთზე ისაუბრა
პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა და ამჟამად „მილანის“ შემტევმა, გონსალუ რამუშმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხვიჩა მისი კარგი მეგობარია და გაუხარდება, ოქროს ბურთს თუ მოიგებს.
რას ამბობს რამუში:
„რა თქმა უნდა, კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ის თამაშობს გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ბოლო ტრიუმფის დროს ის სეზონის MVP გახდა. კვარა აუცილებლად იქნება მოწინავე პოზიციებზე და იმედი მაქვს, რომ მოიგებს. ის ჩემი მეგობარია და გამიხარდება ამ ჯილდოს თუ მოიგებს.“
გონსალუ რამუში „პარი სენ-ჟერმენიდან“ „მილანში“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. მანამდე, პორტუგალიელი შემტევი პსჟ-სთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.