„ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს“ | ტონი კროოსმა თავისი რჩეული დაასახელა
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. კროოსმა საკუთარი ფავორიტი დაასახელა და განაცხადა, რომ მისი აზრით, „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
„ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი? კვარამ. ეს ალბათ არ მოხდება, თუმცა ჩემთვის ის აშკარა პირველი ნომერია. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს (როდრი, მესი, ბელინგემი და მბაპე) ან საოცარი სეზონი არ ჰქონიათ, ან არაფრით გამორჩეულ ჩემპიონატში თამაშობენ.
კვარა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია“.
ცნობისთვის, კვარაცხელია Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო GiveMeSport-ს ხვიჩა მე-12 პოზიციაზე ჰყავს. უცხოური გამოცემების ფავორიტი ჰარი კეინია, მის შემდეგ კი ლამინ იამალი და ლიონელ მესი მოდიან.