გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

თამაშისთვის მზადა არაა | სიგუა 4-6 კვირიან სარეაბილიტაციო კურს გაივლის

შვეიცარიული ბაზელის 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა სარეაბილიტაციო კურსს გადის. კრისტალსპორტის ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს მინიმუმ 4-6 კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო კურსი მაქსიმალურად წარმატებით ჩაიტაროს, რის შემდეგაც მისი კუნთოვანი მასა ვარჯიშისთვის მზად იქნება.

სარეაბილიტაციო კურსის გამო გაბრიელი გამოტოვებს სეზონის საწყის პერიოდს, თუმცა მნიშვნელოვანია მოედანს მაშინ დაუბრუნდეს, როცა 100 პროცენტით მზად იქნება.

2025-26 წლების სეზონი ლოზანაში იჯარით გაატარა, 27 მატჩი ჩაატარა (1 გოლი და 2 საგოლე პასი), თუმცა ტრავმების გამო არასტაბილური სეზონი ჰქონდა, საერთო ჯამში 20-მდე მატჩი გამოტოვა.

სიგუა იბერიასა და დინამო თბილისის აკადემიებში გამოდიოდა, 2022-23 წლებში დინამოს მთავარ გუნდში ითამაშა და 2023 წლის ზაფხულში კარიერა ბაზელში გააგრძელა, თუმცა ტრავმების გამო სტაბილურობა აკლია. ანალოგიური პრობლემა გასულ სეზონშიც ჰქონდა, როცა ლოზანაში იჯარით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრაიოვა შეთავაზებას დათანხმდა | მექვაბიშვილი შესაძლოა, ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდეს
კრაიოვა შეთავაზებას დათანხმდა | მექვაბიშვილი შესაძლოა, ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდეს