ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია - ფიფამ პარედესი დასაჯა
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავისთან მომხდარ ინციდენტის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ფიფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნაუელ მოლინამ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. პარედესი და მოლინა ჯარიმის სახით 90-90 ათას დოლარს გადაიხდიან.
კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელი, ტიაგო ალმადა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო ლიონელ სკალონის ასისტენტმა რობერტო აიალამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ალმადა და აიალა ჯარიმის სახით 30-30 ათას დოლარს გადაიხდიან.
გარდა ამისა, არგენტინის ნაკრები ერთ საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს, კიდევ ერთ მატჩზე კი პირობითი სასჯელი დაწესდება.
ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო გავიმაც - მის შემთხვევაშიც სანქცია ერთი მატჩითა და 30 ათასი დოლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაცია მხოლოდ სანაკრებო მატჩებზე ვრცელდება.