უერდი მარას გოლით - დინამო ბათუმმა სტუმრად მეშახტეს მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ტყიბულის „მეშახტემ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.
ანგარიში 23-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის პასის შემდეგ უერდი მარამ ბათუმელები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ „მეშახტეს“ შეტევები უფრო მწვავე გახდა და რამდენჯერმე „დინამო“ ნოდარ ყალიჩავამ გადაარჩინა და პირველი ტაიმი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ტაიმში „მეშახტე“ კვლავ აქტიურობდა და მატჩის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ბათუმელებმა სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს და მატჩის მიწურულს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, როცა რევაზ ჩიტეიშვილმა ლევან შოვნაძეს ვერ აჯობა.
22 ტურის შემდეგ „დინამოს“ 34 ქულა აქვს, ბათუმელები „იბერიას“ და თბილისის „დინამოს“ გაუთანაბრდნენ. სამივე გუნდი 2-4 ადგილებს იყოფს, პირველზე კი 38 ქულით „რუსთავია“. რაც შეეხება „მეშახტეს“, ტყიბულებები 11 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არიან.
ხვალ Crystalbet ეროვნულ ლიგაში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება: სპაერი-სამგურალი, დილა-ტორპედო და რუსთავი-გაგრა, იბერია-დინამო თბილისის მატჩი კი გადაიდო და 4 ოქტომბერს ჩატარდება.