ალისონ ბეკერი, ანდონი ირაოლა
Aa
Aa

ალისონი ვიცე-კაპიტანი იქნება - ირაოლა ბრაზილიელს ესაუბრა

პრემიერლიგის ახალ სეზონს გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ნიუკასლთან“ გასვლითი შეხვედრით იწყებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ვიცე-კაპიტნად დანიშნა.

„კაპიტნები ვირჯილ ვან დაიკი, ალისონ ბეკერი, ჯო გომესი და დომინიკ სობოსლაი იქნებიან. ალისონს ვესაუბრე და განვუმარტე, რომ შესაძლოა, კაპიტნის სამკლავური ვერ გაიკეთოს, იმიტომ რომ როდესაც კაპიტანი მეკარეა, ამას გარკვეული შეზღუდვები ახლავს თან.

„ბორნმუთში“ ერთი წელი ნეტო მყავდა კაპიტნად და მისი ფუნქციების შესრულება მინდვრის ფეხბურთელს უწევდა, რაც მოსახერხებელი არაა. თუმცა მინდოდა, ამეხსნა ალისონისთვის, რომ მას ძალიან ვაფასებთ“.

ირაოლამ ტრანსფერებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ 10 დღეს გაურკვევლობა ახლავს თან, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არა მხოლოდ „ლივერპული“, არამედ ყველა გუნდი ხვდება.

„მწვრთნელს ყოველთვის უნდა, რომ პირველივე დღიდან ყველა ფეხბურთელი მის განკარგულებაში იყოს, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი ასეა მოწყობილი და ამასთან შეგუება გვიწევს. ამ თემაზე არ ვფიქრობ, „ნიუკასლთან“ მატჩზე ვარ ფოკუსირებული. სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ნათელია, რომ გარემარბი გვჭირდება. რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, თუ გუნდის გაძლიერების საშუალება გაჩნდა, ამით უნდა ვისარგებლოთ“.

ცნობისთვის, ნიუკასლი-ლივერპულის მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რისკზე წასვლას არ ვაპირებთ | რასინგის მწვრთნელი გულიაშვილზე
რისკზე წასვლას არ ვაპირებთ | რასინგის მწვრთნელი გულიაშვილზე