კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

977-ე გოლი ეფექტური მოძრაობით | კრიშტიანუ შეცვლაზე შევიდა და გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად ითამაშა. საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ალ-ნასრი“ „ალ-რიადს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე აბდულელა ალ-ამრიმ გახსნა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ანჟელომ გაიტანა და „ალ-ნასრი“ 2:0 დაწინაურდა. 58-ე წუთზე ჟოაუ ფელიქსმა შეაგდო, 4 წუთში კი მოედანზე კრიშტიანუ გამოჩნდა, რომელმაც აბდულა ალ-ჰამდანი შეცვალა.

83-ე წუთზე რონალდუმ კარიერის 977-ე გოლი გაიტანა. 41 წლის ფეხბურთელმა მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და მარცხენა ფეხით გაიტანა. კრიშტიანუს საკლუბო დონეზე 831, ხოლო სანაკრებო დონეზე 146 გოლი დაუგროვდა.

ცნობისთვის, „ალ-ნასრიმ“ ორივე თამაში მოიგო და 6 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ენჯ პოსტეკოგლუს გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 აგვისტოს გამართავს და სტუმრად „ალ-ეტიფაქს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მოლოდინები გვქონდა, წარმატებას ვუსურვებთ“ | ბორჟესს ქოჩორაშვილზე ჰკითხეს
„დიდი მოლოდინები გვქონდა, წარმატებას ვუსურვებთ“ | ბორჟესს ქოჩორაშვილზე ჰკითხეს