ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ჩვენთან თამაში მეტოქეებისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა“ - ენრიკე

პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ახალ სეზონს „რენთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„კარგი კვირა იყო, საკმარისი დრო გვქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, რაც ძალიან მახარებს. გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს მომზადების მხრივ არაფერს ცვლის.

ჟოაო ნევეშს მცირე პრობლემა ჰქონდა და წინა კვირაში არ გავრისკეთ, მაგრამ ახლა ის მზადაა. რაც შეეხება მენდეშის დისკვალიფიკაციას, ამას უნდა შევეგუოთ. ვიცით, რომ მეტოქე პროვოკაციაზე შეიძლება წავიდეს, მაგრამ სწორი რეაგირება უნდა გვქონდეს.

ვცდილობთ, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ოპონენტი. თუ სივრცეები იქნება, მათი გამოყენება უნდა შევძლოთ. თუ მეტოქემ სივრცე არ დაგვიტოვა, ადაპტაცია დაგვჭირდება. ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ და ჩვენთან თამაში მეტოქეებისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.

კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, მაგრამ თუ გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა გვექნება, უარს არ ვიტყვით. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვიმუშავეთ სატრანსფერო ბაზარზე“.

ცნობისთვის, „რენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი და ჩიკაგო ფაიერი | Digisport ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მექვაბიშვილი და ჩიკაგო ფაიერი | Digisport ახალ ინფორმაციას ავრცელებს