ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

ზლატანი: მოდრიჩი მაესტროა, ის თვით ფეხბურთია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ლუკა მოდრიჩის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა.

ხელშეკრულება ხორვატთან, რომელსაც სექტემბერში 41 წელი უსრულდება, ერთ წელზეა გათვლილი.

- შეგიძლიათ, ლუკას შესახებ რამდენიმე სიტყვა თქვათ?

„ლუკა მაესტროა. ჩემთვის ის უბრალოდ კი არ თამაშობს ფეხბურთს, ის თავად არის ფეხბურთი. მომწონს მისი თამაშის ყურება. გამიმართლა, რომ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვმუშაობდი და ხორვატიის ნაკრებში მისი თამაშით ვტკბებოდი.

მიხარია, რომ ლუკა „მილანში“ კიდევ ერთი წლით დარჩება. ვიტყოდი, რომ გასულ სეზონში ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მან თამაში რაც შეიძლება დიდხანს უნდა გააგრძელოს, რადგან საკუთარი თავი მახსოვს მსგავს სიტუაციაში. რამდენ ხანს უნდა ვითამაშო? პიკზე უნდა წავიდე? მაგრამ მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: ითამაშე რაც შეიძლება დიდხანს, რადგან იმ დღეს, როცა გაჩერდები, ინანებ. მეორე დღეს კი იტყვი: „კიდევ შემეძლო თამაში“.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ „მილანში“ ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენთან არის. ლუკაც ძალიან ბედნიერია“.

- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები