რომან დოლიძე, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

„შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ...“ - დოლიძემ გულშემატკივრებს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციაში მორიგი ჩხუბი ქვემძიმე წონით დივიზიონში, ნიდერლანდელი რენიე დე რიდერის წინააღმდეგ გამართა და პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა.

რას ამბობს დოლიძე:

„საქართველო, გამარჯობა. ვიცი, ინერვიულეთ, მეც ვინერვიულე... სამწუხაროდ, არ წარიმართა ბრძოლა ისე, როგორც მინდოდა. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ... ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი... მაგრამ ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ. არ ჩავუღრმავდები ამ ყველაფერს... მაგრამ მე არ წამიგია საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ჩემი გზა და ღირსება. ვინც ჩემს გვერდით ხართ, დიდი მადლობა. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება 19 სექტემბერს თბილისში... შევხვდებით.“

რომან დოლიძისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მესამე მარცხი იყო. საერთო ჯამში, ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 21 ბრძოლა გამართა, საიდანაც 15 მოიგო, 6-ში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი“ - დე რიდერმა დოლიძესთან ჩხუბი შეაფასა
„მისი ყველა ნაბიჯი წინასწარ ვიცოდი“ - დე რიდერმა დოლიძესთან ჩხუბი შეაფასა