„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმი ითამაშა და ლუის ენრიკემ შესვენებაზე შეცვალა, როცა პსჟ 2:0-ს მარცხდებოდა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 29 შეხება, 20-დან 20 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 დარტყმა, რომელიც დაიბლოკა. Sofascore-ს შეფასება - 6.1 ქულა.
კვარას მომენტები:
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა:
Le Parisien – 4 ქულა: ხიფათი რეგულარულად სწორედ მისი ფლანგიდან იქმნებოდა, მათ შორის პირველ ტაიმში მოპოვებული 4 კუთხურით, თუმცა ქართველი საკმარისად მწვავე არ ყოფილა. 27-ე წუთზე მან 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მისი მარჯვენათი მოჭრილი დარტყმა „რენის“ ცოცხალმა კედელმა აისხლიტა.
Maxifoot – 3.5 ქულა: „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ზედმეტად ხშირად მარცხდებოდა. არადა, პირველ წუთებში ქართველს საინტერესო ჩანაფიქრები და მცდელობები ჰქონდა. თუმცა, ინდივიდუალური გარღვევებისას ყოფილმა ნეაპოლიტანელმა ბურთი უამრავჯერ დაკარგა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როცა შიმანსკიმ ანგარიში გახსნა. მან სამბა ერთხელაც ვერ აანერვიულა.
CulturePSG – 4 ქულა: ბოლო თამაშისგან განსხვავებით, ბურთს უფრო ხშირად იღებდა, თუმცა მეტოქისთვის კვლავაც ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.