კვარა შესვენებაზე შეცვალეს - პსჟ მარცხს ფერანმა გადაარჩინა
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პარიზელებს მოგებაც შეეძლოთ და მარცხთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ლუის ენრიკემ შესვენებაზე, მიკა გოდსტით შეცვალა. ასევე, ხვიჩასთან ერთად შესვენებაზე მოედანი უსმან დემბელემაც დატოვა და ენრიკემ მის მაგივრად მოედანზე ფერან ტორესი შეიყვანა. საბოლოოდ, პსჟ წაგებას სწორედ ესპანელის წყალობით გადაურჩა. 71-ე და 82-ე წუთებზე გატანილი გოლებით ტორესმა პარიზული გუნდი მარცხს გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 29 შეხება, 20-დან 20 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 დარტყმა, რომელიც დაიბლოკა. Sofascore-ს შეფასება - 6.1 ქულა.
კვარას მომენტები:
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.