„ყველას ძალიან მოსწონს“ | ცნობილმა ჟურნალისტმა კვარაზე და არსენალზე ისაუბრა
The Athletic-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტაინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ორნშტაინმა გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი ქომაგი დაინტერესდა, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირეს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა.
„ხვიჩა კვარაცხელია ყველას ძალიან მოსწონს, მაგრამ ველოდები, რომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ არსად წავა. იქ ძალიან ბედნიერია და კლუბიც აშკარად კმაყოფილია მისით. არ მგონია, „არსენალს“ ან რომელიმე კლუბს ამ მომენტისთვის მისი გადაყვანის რაიმე შანსი ჰქონდეს.“
„არსენალისა“ და კვარაცხელიას შესახებ რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ფაბრიციო რომანომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, ქართველ ფეხბურთელთან დიდი ხნის განმავლობაში ითანამშრომლოს. პარიზელებს მისი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და სტაბილურობა ძალიან მოსწონთ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 13 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. აქედან 8 გოლი და 5 ასისტი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.