ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“ „ბაიერნთან“ დამარცხდა. „ბლანკოსმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:2 წააგო, განმეორებითი შეხვედრა კი 3:4 დათმო და ტურნირს გამოეთიშა. El Periodico-ს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერთან“ წაგებული საპასუხო მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს შეხვდა.

„ვაფასებ ძალისხმევას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში გაიღეთ, მაგრამ ეს სეზონი ყველასთვის იმედგამაცრუებელია. რეალის ფეხბურთელობა პრივილეგიაა, რომელსაც უამრავი პასუხისმგებლობა ახლავს თან და ბევრი თქვენგანი მათ სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

რეალში ერთი უტიტულო სეზონი წარუმატებლობაა, ორი ასეთი სეზონი — კატეგორიულად მიუღებელია. ლა ლიგა მაინც დაასრულეთ ღირსეულად“, — El Periodico-ს მიხედვით, ეს გახლავთ სიტყვები, რომლებითაც პერესმა მადრიდელთა მოთამაშეებს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში „რეალს“ 70 ქულა აქვს და „ბარსელონას“ 9 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და მადრიდელებს ტიტულის მოპოვების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა ათეულს მიუახლოვდა
Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა ათეულს მიუახლოვდა