Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა ათეულს მიუახლოვდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების დასრულების შემდეგ Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა.
ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი თამაში რეიტინგში მის პოზიციაზეც აისახა: კვარამ მე-13-დან მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ქართველი ფეხბურთელი ლიონელ მესის, ვინისიუს ჟუნიორს, ბრუნო ფერნანდეშს, პედრის, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფინიას უსწრებს.
„თუ ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი აუცილებლად იქნებოდა. კვარაცხელიამ პლეიოფის 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და მათ შორის რამდენიმე განსაცვიფრებელი დარტყმა იყო.
თუმცა მისი სათამაშო ფორმა მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლამ ოქროს ბურთის რეიტინგში კვარაცხელიას საბოლოო პოზიციას, სავარაუდოდ, ზედა ზღვარი დაუწესა. მიუხედავად ამისა, თუ „კვარადონა“ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, France Football-ის ტოპ 10-ისგან შორს ნამდვილად არ იქნება“, — წერს Goal-ი.
ცნობილი გამოცემის რეიტინგის სათავეში ჰარი კეინია. მეორე პოზიციაზე კილიან მბაპე თანამემამულემ, მაიკლ ოლისემ იკავებს. „რეალის“ ფრანგი სუპერვარსკვლავი კი ახლა მესამე ადგილზეა. პირველ ხუთეულში ასევე არიან ლამინ იამალი და ლუის დიასი.
ერლინგ ჰოლანდი მეექვსე ადგილზეა, უსმან დემბელე — მეშვიდე, ხულიან ალვარესი — მერვე, ვიტინია — მეცხრე, დეკლან რაისი კი მეათე.