დილა, დინამო თბილისი, სამგურალი, მეშახტე
Aa
Aa

დილამ სამგურალს მოუგო - დინამო თბილისი მეშახტეს დაუზავდა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში თბილისის „დინამომ“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში 28-ე წუთზე ნიკა ნინუას პასის შემდეგ ნანა-კოფი დონკორმა გახსნა, თუმცა უკვე 4 წუთში ცოტნე ფაცაციამ წონასწორა აღადგინა, საგოლე პასი კი ბექა შუბითიძემ მიითვალა.

48-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი „დინამოელთა“ ნახევარმცველმა, ბარნს ოსეიმ მიიღო. ტყიბულელებს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

პარალელურად გამართულ მატჩში „დილამ“ სტუმრად „სამგურალი“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გორელების გამბიელმა მცველმა, მამინ სანიანგმა გაიტანა. „დილა“ შინ 3 ქულით ბრუნდება და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

სათამაშო დღე „გაგრასა“ და „ტორპედოს“ მატჩით დაიხურა. მე-5 წუთზე დიეგო დეისაძის პასის შემდეგ ვლადიმერ მამუჩაშვილმა ქუთაისელები დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ანდრი ანდრეიჩუკმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში წინ უკვე „გაგრა“ გავიდა - ლამაზად გათამაშებული კომბინაცია ილია სკრიპნიკმა დააგვირგვინა. 76-ე წუთზე „ტორპედომ“ პენალტი გამოიმუშავა: ფელიპე პირესის დარტყმა ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი თავად ბრაზილიელი იყო - 2:2.

ხვალ მე-7 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ბათუმში „დინამო“ „იბერია 1999“-ს მიიღებს, „რუსთავი“ კი „სპაერს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოშთელიანის ბრწყინვალე გოლი | იბერიამ სამგურალს მძიმე ბრძოლაში მოუგო
გოშთელიანის ბრწყინვალე გოლი | იბერიამ სამგურალს მძიმე ბრძოლაში მოუგო