UEFA GROW | სამუშაო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბებთან
Aa
Aa

UEFA GROW | სამუშაო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბებთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, თბილისში UEFA GROW-ს კიდევ ერთი სემინარი გაიმართა, რომელიც საკლუბო ფეხბურთის განვითარებას მიეძღვნა.

სპეციალურად აღნიშნული შეხვედრისთვის, სფფ-ის ინიციატივით, თბილისში უეფას საკლუბო ტურნირების ხელმძღვანელი ტობიას ჰედსტაკი და უეფას საკლუბო ტურნირების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტომას ბარლოუ იმყოფებოდნენ.

უეფას წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე, ასევე სფფ-ის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემა ქართული კლუბების ევროტურნირებში ასპარეზობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები იყო, რასაც უეფას საკლუბო ტურნირები — ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა სთავაზობს კლუბებს. სემინარს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori უმასპინძლა. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პროცესში მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე