„ილია VS არმანი? საქმე გადაწყვეტილებამდე მივა“ - დარიუშის პროგნოზი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ბენილ დარიუშმა Helen Yee Sports-თან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა. არმან ცარუკიანთან პოტენციურ ჩხუბში დარიუში ფავორიტად ილიას მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ საქმე მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივა.
რა თქვა დარიუშმა:
„თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციურ ბრძოლაში ილია გაიმარჯვებს. მას ძლიერი ხელები და კარგი ჭიდაობა აქვს. გარდა ამისა, ილია ძალიან ტექნიკურია - მისი ყველა დარტყმა ლამაზად გამოიყურება.
თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ ცარუკიანს ძლიერი ყბა აქვს, ის კარგად ჭიდაობს და ნებისმიერ მებრძოლს შეუქმნის პრობლემებს. ვფიქრობ, საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 14 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს. მათი დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
რაც შეეხება ცარუკიანს, მან ბოლოს 2025 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა დენ ჰუკერი ხელის სამკუთხედით დაამარცხა. ამჟამად სომეხი მებრძოლი მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ნომერია, მას მხოლოდ ჯასტინ გეიჯი უსწრებს.