„ვერც კი დავდიოდი“ | ილია თოფურიამ სადებიუტო ჩხუბი და UFC-ის ზარი გაიხსენა
ილია თოფურიამ One On One | MMA-ს ინტერვიუ მისცა და გაიხსენა სატელეფონო ზარი, რომელიც UFC-ისგან მიიღო. „ელ მატადორმა“ სადებიუტო ორთაბრძოლა იუსეფ ზალალის წინააღმდეგ გამართა და კორონავირუსზე ისაუბრა, რომელსაც ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე ებრძოდა.
„სახლის კარზე არავინ დაგიკაკუნებს, შანსები შენით უნდა მოძებნო. საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, რადგან შენ თუ არ გჯერა, ამას შენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. UFC მაშინ დამიკავშირდა, როდესაც ჩემი ჩხუბი მოვიგე. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, მათგან სატელეფონო ზარი მიმეღო, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი და კორონავირუსი მქონდა.
ლოგინში ვიწექი და სიარულიც კი არ შემეძლო. ორი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვჯანმრთელდი და გადავწყვიტე, 10 წუთი მერბინა. 15 წუთის წუთის შემდეგ დაბრუნება მომიწია. სახლში ვიჯექი და ტელეფონმა დარეკა. მკითხეს, მინდოდა თუ არა, რომ 8 დღეში UFC-ში მეჩხუბა. უამრავი რაღაც უნდა მომესწრო და 8 დღეში 12 კილოგრამი დამეკლო. დავთანხმდი და ყველაფერი გამომივიდა.“
ცნობისთვის, ილიამ ზალალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მის შემდეგ კი დეიმონ ჯექსონა დაანოკაუტა. „ელ მატადორმა“ მესამე ბრძოლა რაიან ჰოლთან გამართა და ნოკაუტით გაიმარჯვა.