ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველაფერი შეგვიძლია“ | ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ლივერპულთან მატჩის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საპასუხო შეხვედრაშიც 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ „კვარამ“, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა, კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმის საწყისი წუთები რთული გამოდგა, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ყველაფერი გაგვიმარტივდა. ბედნიერები ვართ, რადგან ლივერპული ენფილდზე დავამარცხეთ. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით.

ლივერპულს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, რომ შეტევაში წავიდოდნენ. პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდათ წაგებული და ველოდებოდით, რომ მატჩი ამ სცენარით განვითარდებოდა. ჩვენს თავში ეჭვი არ შეგვპარვია.

ვხვდებით, რომ უფრო რთული შეხვედრები გველოდება და მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. პარი სენ-ჟერმენმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ლივერპულის ენფილდზე დამარცხება მარტივი არ არის. ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვფიქრობ, ყველაფერი შეგვიძლია. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და მჯერა, დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

უსმან დემბელე საოცარი ფეხბურთელია და ოქროს ბურთი სწორედ ამიტომ მოიგო. მას შეუძლია ეს პრესტიჟული ჯილდო კიდევ მოიგოს და გვიხარია, რომ გუნდში მისნაირი მოთამაშე გვყავს.

რეალი თუ ბაიერნი — რომელთან შეხვედრა გვირჩევნია? არც ერთს ვანიჭებთ უპირატესობას. ვნახოთ, ნახევარფინალში ვინ გავა. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის კარგად მოვემზადებით. ახლა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ყველას უნდა და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასით უსმან დემბელემ გაიტანა. გარდა ამისა, „პარი სენ-ჟერმენის“ მეორე გოლისას „კვარამ“ პრე-ასისტი გაიფორმა — მისი პასის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს და ლივერპულის ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს და ლივერპულის ფეხბურთელების შეფასებები