წუთიერი დუმილი და შავი სამკლავურები | პარი სენ-ჟერმენის ღირსეული ჟესტი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ და კომპანიამ პირველი მატჩი 2:0 მოიგეს და ნახევარფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვთ.
პარიზელები ლივერპულში ჩავიდნენ და ადგილობრივი პრესის ქება დაიმსახურეს. რამდენიმე საათის წინ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჰილსბოროს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის მმართველები ჰილსბოროს მემორიალთან მივიდნენ და ის ყვავილებით შეამკეს.
ჰილსბოროს ტრაგედია 1989 წლის 15 აპრილს მოხდა და საპასუხო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება, რომელშიც ორივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფეხბურთელები შავი სამკლავურით იასპარეზებენ. ჰილსბოროს ტრაგედიის მემორიალის გარდა, „პარი სენ-ჟერმენმა“ დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის, ანდრე სილვას ხსოვნასაც მიაგო პატივი და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკო.
Le président Nasser Al-Khelaïfi, accompagné de l’ensemble du groupe sportif, a rendu hommage aux victimes de la tragédie d’Hillsborough, avant de se recueillir sur le mémorial dédié à Diogo Jota et à son frère André Silva, à Anfield, en amont du match face à Liverpool ce mardi.… pic.twitter.com/Jyx9UiCFyn
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) April 13, 2026
ცნობისთვის, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტოს Opta-ს მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის 85.75-პროცენტიანი შანსი აქვს.