მარკის რიდი
Aa
Aa

მარკის რიდის 30 ქულა - ტრაბზონსპორმა პეტკიმთან წააგო

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში „ტრაბზონსპორის“ გამთამაშებელმა მარკის რიდმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

„ტრაბზონსპორი“ საკუთარ კედლებში „პეტკიმ სპორთან“ 84:90 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების მცველმა კი 34 წუთში 30 ქულას, 3 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

რიდმა 14-დან 9 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

26 მატჩის შემდეგ „ტრაბზონსპორი“ 17 მოგებითა და 9 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს რიდის გუნდი 19 აპრილს, „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია
რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია