გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძემ 5 ქულა დააგროვა | ორლანდომ ბოსტონთან წააგო და მერვე ადგილზე გავიდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი 45 მოგებითა და 37 წაგებით დაასრულა. გამთენიისას ფლორიდელები „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდნენ, რომელმაც ყველა წამყვანი კალათბურთელი დაასვენა, მაგრამ „მეჯიქი“ მაინც დაამარცხა — 113:108.

ბითაძემ პარკეტზე 16 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი მონაგარი 5 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მის პასივში 4 პერსონალური ფოლი და 1 დაკარგვა იყო.

„ბოსტონთან“ მარცხის გამო პლეი-ინის პირველ თამაშში „ორლანდომ“ საშინაო კედლების უპირატესობა დაკარგა. „მეჯიქმა“ რეგულარული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა, რაც ნიშნავს, რომ პლეი-ინის ტურნირში იასპარეზებს. გოგას გუნდი პირველ შეხვედრას „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

თუ „ორლანდომ“ მოიგო, მეშვიდე ადგილს დაიკავებს და პლეიოფში „ბოსტონს“ შეხვდება. მარცხის შემთხვევაში „მეჯიქი“ „მაიამი ჰიტისა“ და „შარლოტ ჰორნეთსის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება და, თუ გაიმარჯვებს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება. „ფილადელფიასა“ და „ორლანდოს“ მატჩს 16 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება“ - რუდი გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა
„სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება“ - რუდი გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა