„ქამარზე ძალიან ადრე აჩხუბეს“ - ალჯო უმარ ნურმაგომედოვზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი უმარ ნურმაგომედოვისა და სონგ იადონგის ჩხუბს გამოეხმაურა.
„უმარი კარგი ბიჭია, მაგრამ MMA-ში თანმიმდევრულად უნდა განვითარდე და თანდათან გაზარდო მეტოქეების დონე. ვფიქრობ, UFC-მ უმარი ძალიან ადრე აჩხუბა ქამარზე და ამით „დათვური სამსახური“ გაუწიეს.
არასწორად არ გამიგოთ - მე არ ვამბობ, რომ უმარი სუსტია მებრძოლია. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ტოპ-მებრძოლებთან ჩხუბში გამოცდილება დიდ როლს ასრულებს. თუ გინდათ, ჩათვალეთ, რომ MMA-ის არაფერი მესმის, მაგრამ შეადარეთ სონგ იადონგისა და უმარ ნურმაგომედოვის რეზიუმე და ყველაფერს თვითონ მიხვდებით“.
ცნობისთვის, სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში უმძიმესი დარტყმით გათიშა და კარიერის საუკეთესო პერფომანსი აჩვენა. 28 წლის ჩინელი მებრძოლისთვის ეს 24-ე მოგებაა (9 მარცხი). რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მისთვის დღევანდელი მარცხი კარიერაში მეორეა - პირველად ის მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ჩხუბში დამარცხდა.