ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფენომენალური იყო“ | სანიას მიხედვით, კვარა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს

„არსენალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ განაცხადა, რომ წლეულს „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. სანიას ჰკითხეს, იმსახურებს თუ არა მისი თანამემამულე, კილიან მბაპე ამ ჯილდოს, რაზეც მან საკუთარ რჩეულად „კვარა“ დაასახელა.

„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის კილიან მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია — ტოპ სამში ნამდვილადაა. საოცარი სეზონი ჰქონდა და ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა როდესაც თავდამსხმელი ხარ, გოლის გატანის ბევრი შანსი გაქვს, რის გამოც უფრო დიდი ალბათობაა, ხალხმა უპირატესობა მოგანიჭოს.

პირადად ჩემთვის, „ოქროს ბურთს“ ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. „კვარა“ ფენომენალური იყო და გარემარბისთვის ასეთი გავლენა და ასეთი წარმატებული სეზონი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჩემპიონთა ლიგის მოგება რომც არ გავითვალისწინოთ, ვფიქრობ, ფეხბურთელები დაეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ გასულ სეზონში „კვარა“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების 30 ნომინანტს 8 სექტემბერს დაასახელებენ. გამარჯვებულის ვინაობა 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი, ცერემონიას კი ლონდონი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი იქნება, თუ უნგრეთთან და საქართველოსთან არ წავაგებთ“ - უკრაინელი ექსპერტი
„კარგი იქნება, თუ უნგრეთთან და საქართველოსთან არ წავაგებთ“ - უკრაინელი ექსპერტი