ფერან ტორესი
Aa
Aa

რა განსხვავებაა ბარსასა და პსჟ-ს შორის | ფერანმა ფეხბურთელთა ხარისხი გამოარჩია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა ახალ და ყოფილ კლუბებზე ისაუბრა. ფრანგმა ჟურნალისტებმა ფერანს სთხოვეს, „ბარსელონასა“ და პსჟ-ს შორის არსებულ განსხვავებებზე ელაპარაკა და ტორესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მთავარი განსხვავება „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ შორის? პირველ რიგში, ესაა დინამიკურობა, სისწრაფე და ფეხბურთელთა ხარისხი. ლუის ენრიკე თავისუფლებას გვაძლევს და ის, თუ როგორ ხსნის რაღაც დეტალს, საბოლოო ჯამში, განსხვავებას ქმნის.

„ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ სხვადასხვა გუნდები არიან, თუმცა ასე თუ ისე, ერთნაირი სტილი აქვთ. ადაპტაცია მესაჭიროება, თუმცა როდესაც პსჟ-ის სავარჯიშო სესიები ვნახე, მივხვდი, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ რატომ მოიგეს. იმედია, კლუბს დავეხმარები და ჩემს პირველ და მათ მესამე ტიტულს მოვაგებინებ“.

ცნობისთვის, ფერანს საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართულ ორ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი. „რენის“ წინააღმდეგ ის ცვლილებაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ქამარზე ძალიან ადრე აჩხუბეს“ - ალჯო უმარ ნურმაგომედოვზე
    „ქამარზე ძალიან ადრე აჩხუბეს“ - ალჯო უმარ ნურმაგომედოვზე