რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია
Aa
Aa

რეგულარული სეზონი დასრულდა | პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია

NBA-ის რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეიოფში გასული გუნდების ვინაობაც გაირკვა. 14-17 აპრილს, პლეი-ინის ტურნირის მატჩებს ვიხილავთ, ხოლო საჩემპიონო ბეჭდებისთვი ბრძოლა 18 აპრილს დაიწყება.

დასავლეთ კონფერენცია

ოკლაჰომა სითი თანდერი (პირველი ნომერი) — პლეი-ინის ტურნირის გამარჯვებული. (ფინიქსი და პორტლენდის წაგებული კლიპერსისა და გოლდენ სტეიტის მოგებულს შეხვდება და გამარჯვებული ოქეისიზე გავა).

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (მეოთხე ნომერი) — ჰიუსტონ როქეთსი (მეხუთე ნომერი).

დენვერ ნაგეთსი (მესამე ნომერი) — მინესოტა ტიმბერვულვზი (მეექვსე ნომერი).

სან ანტონიო სპურსი (მეორე ნომერი) — ფინიქსისა და პორტლენდის მოგებული.

აღმოსავლეთ კონფერენცია

დეტროიტ პისტონი (პირველი ნომერი) — პლეი-ინის ტურნირის გამარჯვებული (ფილადელფიასა და ორლანდოს წაგებული შარლოტისა და მაიამის მოგებულს შეხვდება და გამარჯვებული დეტროიტზე გავა).

კლივლენდ კავალიერსი (მეოთხე ნომერი) — ტორონტო რეპტორსი (მეხუთე ნომერი).

ნიუ იორკ ნიქსი (მესამე ნომერი) — ატლანტა ჰოუქსი (მეექვსე ნომერი).

ბოსტონ სელტიქსი (მეორე ნომერი) — ფილადელფიასა და ორლანდოს გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - ვილიარეალმა ბილბაოში მოიგო
მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - ვილიარეალმა ბილბაოში მოიგო