ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„კონტემ მთხოვა, კვარა არ გამეყიდა, ეს შეცდომა აღმოჩნდა“ | აურელიო დე ლაურენტისი

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა The Athletic-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „პარტენოპეის“ მფლობელმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და ავტორიტეტული გამოცემის მკითხველს საკუთარი სინანული გაუზიარა.

„როდესაც ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა დავიწყეთ (2024 წლის ივლისი), ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენისა და სხვა კლუბებისგან 200 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება მივიღეთ. ბატონმა კონტემ მითხრა: „ოსიმენის გაყიდვა შეგიძლია, მაგრამ გთხოვ, კვარა არ გაყიდო.“

ეს სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ კვარას აგენტთან და მამასთან სერიოზული პრობლემები მქონდა. ფიფას წესების მიხედვით, 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდში კონტრაქტის 3 წელი აქვთ გატარებული, შეუძლიათ უფასოდ წავიდნენ. კვარაცხელია და მისი აგენტი მოწადინებული იყვნენ, ნეაპოლი დაეტოვებინათ და, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტე, ხვიჩა გამეყიდა.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენმა“ 2025 წლის იანვარში, დაახლოებით 70 მილიონ ევროდ იყიდა.  „ნაპოლის“ რიგებში მან ყველა ტურნირზე ერთად 107 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 30 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-მ ამ მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა“ - სანიოლის ასისტენტი კვარაზე
„პსჟ-მ ამ მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა“ - სანიოლის ასისტენტი კვარაზე