გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის“ - ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა (0:4 ორი მატჩის ჯამში). გუშინდელი მატჩის შემდეგ ბრიტანულმა პრესამ ქართველი მეკარის თამაში ასე შეაფასა:

Yahoo Sports: მატჩის დასაწყისში ყურადღებით მოქმედებდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია, გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის - ქართველი მეკარე ამ ეპიზოდებში ვერაფერს იზამდა.

This Is Anfield: კონცენტრირებული იყო და კარგი მოგერიებები ჰქონდა. სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. უსმან დემბელეს დარტყმა გვიან დაინახა, თუმცა ამ ეპიზოდში უკეთესადაც შეეძლო მოქმედება.

Goal.com: დროული რეაგირება ჰქონდა, როცა ზაირ-ემერი მასთან პირისპირ გადიოდა, შემდეგ კი უჩვეულოდ მოიგერია დემბელეს დარტყმა. თუმცა მოგვიანებით პარიზელთა „ათიანმა“ ორჯერ იოლად აჯობა მამარდაშვილს.

Daily Mirror: რიგ ეპიზოდებში უცნაურად მოქმედებდა, მაგრამ მატჩის დასაწყისში რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, რამაც „ლივერპულს“ შანსები შეუნარჩუნა.

Liverpool Echo: მუშტით მოიგერია დემბელეს დარტყმა, სხვა მხრივ კი პირველ ტაიმში საქმე არ ჰქონია, მეორე ტაიმში კი ორი გოლი გაუშვა.

The Express: შესაძლოა, პარიზელთა შემტევი პოტენციალის გათვალისწინებით, მამარდაშვილი უფრო მძიმე მატჩს ელოდებოდა. პსჟ ბურთს უფრთხილდებოდა და აქცენტი არა მომენტების რაოდენობაზე, არამედ მათ სიმწვავეზე გააკეთა. დემბელეს ოსტატური დარტყმის ეპიზოდში მამარდაშვილი უშანსოდ იყო.

Liverpool World: პირველ ტაიმში ერთი კარგი მოგერიება ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაშისას თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. მეორე ტაიმში ეს ასპექტი გააუმჯობესა, თუმცა პირველი გოლის ეპიზოდში უფრო დამაჯერებლად თამაშიც შეეძლო.

მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები VS პსჟ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტი: “ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ“
სლოტი: “ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ“