მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„გავბრაზდი და ვუყვიროდი“ | მერაბს სპარინგისას გატეხილ ცხვირში ძლიერად მოარტყეს

მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ის პოდკასტის სტუმარი იყო და საკუთარ ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო. „მანქანამ“ ცხვირი ორ ადგილას გაიტეხა და ამ თემასთან დაკავშირებით მსმენელს ერთ-ერთი ბოლო სპარინგისას მომხდარი ისტორია გაუზიარა.

„თავდაპირველად მეგონა, რომ გატეხილ ცხვირზე ოპერაცია უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ როგორც კი ექიმებმა მითხრეს, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გაგრძელდებოდა, ქირურგიულ ჩარევაზე უარი ვთქვი. ჩხუბი მინდა და არც ჰენრი სეხუდოსთან ჩანიშნული შეხვედრის გაუქმება მსურდა (მერაბი და სეხუდო 19 აპრილს, RAF-ის ფარგლებში ხვდებიან).

არ მინდა ბრძოლასა და ვარჯიშს უფრო მეტი დრო მოვაკლო. სუნთქვის მხრივ პრობლემები არ მაქვს, რადგან შესანიშნავი კარდიოთი გამოვირჩევი და ყველაფერი კარგად იქნება. შაბათს აქტიური სპარინგი ვცადე. რამდენიმე ბიჭთან ვისპარინგე და თავის ძალიან დიდი დამცავი მეკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდეგ ერთმა ტიპმა, რომლის მსგავსიც დარბაზში ყველას გვყავს, ცხვირში ძალიან ძლიერად მომარტყა.

სისხლი წამომივიდა. მგონი, უფრო ძლიერი სისხლდენა მქონდა, ვიდრე ადრე. მაგრად გავბრაზდი და ჩხუბი დავუწყე. ვუყვიროდი და მისი მოკვლა მინდოდა, მაგრამ დაიმალა, შემდეგ კი გაიქცა. მოკლედ, მცემა და გაიქცა. ვარჯიშს თავის დამცავით გავაგრძელებ და ჰენრისთან შეხვედრისთვის მოვემზადები. ვნახოთ, რა მოხდება“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ცხვირი აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი სპარინგისას გაიტეხა. ექიმებმა მერაბს უთხრეს, რომ თუ ოპერაციას ჩაიტარებდა, ოქტაგონში დაახლოებით ერთი წელი ვერ შევიდოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარემარბის დამატებას გეგმავენ | კვერნაძე ვენეციას დაუკავშირეს
გარემარბის დამატებას გეგმავენ | კვერნაძე ვენეციას დაუკავშირეს