„ალვარესი, ან არავინ“ - ფლიკის კომენტარი ფორვარდის შეძენაზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ კლუბი არ მოძებნის სხვა თავდამსხმელს იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ატლეტიკო“ ხულიან ალვარესის გაყიდვაზე უარს იტყვის.
„მე არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც მესმის, ან „ბარსელონა“ დაიმატებს ხულიანს, ან არავის. მე ინფორმირებული ვარ კლუბში არსებულ სიტუაციაზე, ჩვენ რამდენიმე შესანიშნავი ტრანსფერი განვახორციელეთ. კლუბმა მომავალზე უნდა იფიქროს, მე კი, როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მეტი მინდა.
მე სრულად ვენდობი ჩემს გუნდს და ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძებოთ. ჩვენ წარმოუდგენლად მაგარი გუნდი გვყავს. დეკო თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. ჩვენ ვიყურებით მომავალში, თუ რა იქნება უკეთესი ახლა და უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში. ჩვენ კლუბისთვის სტაბილურობა გვსურს“,
- განაცხადა ფლიკმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ალვარესმა ყველა კლუბის შეთავაზება დაბლოკა, მას მხოლოდ „ბარსელონა“ სურს. „ატლეტიკო“ კი ფეხბურთელის ლა ლიგაში გაყიდვაზე უარს აცხადებს.