ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„ბარსამ ეკონომიკური ზიანი მოგვაყენა, ერთადერთი მსხვერპლი ჩვენ ვართ“ - ატლეტიკოს განცხადება

ცოტა ხნის წინ, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ხულიან ალვარესთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კვლავ მზად არიან.

ლაპორტას სიტყვების შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკოს“ განცხადებამაც არ დაიგვიანა:

„ფეხბურთელი მსხვერპლად გამოჰყავთ, მაგრამ ხულიანის საქმეში ერთადერთი მსხვერპლი ჩვენ ვართ.

მათ ეკონომიკური და სოციალური ზიანი მოგვაყენეს. მისი „ბარსაში“ გაყიდვის 0%-იანი შანსი არსებობს. ეს სიტუაცია ფულს არ ეხება, ეს ღირსების საკითხია. მისი „ბარსაში“ გაყიდვის შანსი 0%-ია.

მიმდინარეობს კამპანია უამრავი ტყუილითა და ნახევარსიმართლით. ერთადერთი, ვინც ამის საფასურს იხდის, „ატლეტიკოა“,

- განუცხადეს „ატლეტიკოს“ წარმომადგენლებმა Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ალვარესი და „ატლეტიკო“ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ დონის ტოპ მოთამაშის თადარიგში ყოლა და მისი ვერგამოყენება, კლუბისთვის დიდი ფინანსური ზარალია და როგორც ჩანს, მადრიდელებს ამის მიღება და ამასთან შეგუება მოუწევთ, რადგან არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონას“ გარდა სხვა ყველა შემოთავაზებას ბლოკავს.

„ატლეტიკო“ მზადაა ალვარესი 150 მილიონად „ბარსასა“ და „რეალის“ გარდა ყველას დაუთმოს, მაგრამ თავად ფეხბურთელს „ბლაუგრანას“ გარდა არაფერი აინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები