„მოდი, სამი ქამრისთვის ვიჩხუბოთ“ - ოლივეირამ გეიჯი გამოიწვია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და BMF-ის ქამრის ამჟამინდელმა მფლობელმა, ჩარლზ ოლივეირამ, ორგანიზაციის მოქმედ ჩემპიონს მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯის, ერთდროულად სამი ტიტულის სასწორზე დადება შესთავაზა.
„მას გასაქცევი არსად აქვს. ასევე ვახსენე ორი ქამარი, მაგრამ ინტერნეტში მაშინვე აიტაცეს: „ორი კი არა, სამი! ეს არის თეთრი სახლის ქამარი, მსუბუქი წონის ტიტული და BMF-ის ქამარი“. რა გაეწყობა, მოდით, სამივე სასწორზე დავდოთ. ჩემთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას“, - განაცხადა ოლივეირამ.
ოლივეირა და გეიჯი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ 2022 წელს, UFC 274-ზე. მაშინ ბრაზილიელმა პირველ რაუნდში საბმიშენით გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას ტიტული ჩამოართვეს. გეიჯი მსუბუქ წონაში ჩემპიონი ივნისში, UFC Freedom 250-ზე გახდა, სადაც ილია თოფურია დაამარცხა. ოლივეირამ კი BMF-ის ქამარი მარტში, UFC 326-ზე მაქს ჰოლოუეის დამარცხებით მოიპოვა.