რვა მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - საკამათო ფინალი უკრაინელთან
Aa
Aa

რვა მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - საკამათო ფინალი უკრაინელთან

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

14-წლამდე პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნოდარ ნოზაძე (57 კგ), 16-წლამდელებს შორის კი გეგა კორძაია (52 კგ) გახდა. მესამე საპრიზო ადგილი 14-წლამდელებში ლუკა ბერიძემ (44 კგ), 16-წლამდელებს შორის ლაშა რეხვიაშვილმა (57 კგ), ხოლო 18-წლამდელებში ელენე გლურჯიძემ (48 კგ), რევაზ მჭედლიშვილმა (61,2 კგ), ბუბა ბუბუნაურმა (65,8 კგ) და რატი რჩეულიშვილმა (88,4 კგ) დაიკავეს.

ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში საქართველოს სახელით ოცდათოთხმეტმა სპორტსმენმა იასპარეზა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოზაძის ფინალურ შეხვედრაში დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, რადგან ქართველმა უკრაინელი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მაგრამ მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით უპირატესობა მაინც ნოდარის მოწინააღმდეგეს მიანიჭეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი დაღესტნისთვისაა პირადი“ | უმარი მერაბთან კონფლიქტზე
„მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი დაღესტნისთვისაა პირადი“ | უმარი მერაბთან კონფლიქტზე