„ჩინებულად იბრძოლა, გარი მისთვის დიდი გამოწვევა იყო“ - დვალიშვილმა მახაჩევი შეაფასა
ისლამ მახაჩევი და მერაბ დვალიშვილი ახლო მეგობრები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ცუდი არასოდეს არაფერი უთქვამთ. როდესაც დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, დაღესტნელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ქართველი „მანქანა“ გაამხნევა და მას უწოდა ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი, რომელიც ამ სპორტში უნახავს. ახლა კი მერაბმა მახაჩევს იან მაჩადო გარისთან მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი ბრძოლა ასე შეაფასა:
„ისლამმა უდიდესი მოცულობის სამუშაო ჩაატარა. ის საკმაოდ მომთმენი იყო. მთელი ბრძოლის განმავლობაში აკეთებდა იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და ეს პარტერში უპირატესობის მოპოვებაა. იან გარიც ძალიან კარგი იყო და ეს არ გამკვირვებია, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რომ მისი დამარცხება მახაჩევისთვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდა. თუმცა, ისლამს დიდი გამოცდილება აქვს, ის ნამდვილი ჩემპიონია და მეხუთე რაუნდში მოსაგებად დიდი განაცხადი გააკეთა - გარი რამდენიმე წუთი აკონტროლა და საერთო ჯამში ჩინებულად იბრძოლა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და ისლამ მახაჩევს ერთ ღონისძიებაში ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ - 2025 წლის იანვარში, სადაც მახაჩევი-მოიკანოს ჩხუბი მთავარი, ხოლო დვალიშვილი-ნურმაგომედოვის დაპირისპირება თანამთავარი მოვლენა იყო, როგორც ისლამმა, ასევე მერაბმა გამარჯვება მოიპოვეს.