მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრი აშკარა ფავორიტი იქნება“ - რუსი მებრძოლი იანი-მერაბის ტრილოგიაზე

MMA-ის რუსმა მებრძოლმა და ორგანიზაცია ACA-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ევგენი გონჩაროვმა განაცხადა, რომ პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან მესამე ბრძოლაში აშკარა ფავორიტი იქნება.

 

რას ამბობს გონჩაროვი:

„პიოტრ იანი ფავორიტია. პიოტრმა შეიგრძნო დვალიშვილი და იცის, როგორ იმუშაოს მასთან. იცის მისი ფიზიკური შესაძლებლობები. დიახ, დვალიშვილიც ეცდება, მაგრამ პიოტრ იანს აშკარა ფავორიტად ვხედავ. პიოტრმა იპოვა თავისი თამაში, თავისი რიტმი. პროცენტული თანაფარდობით, ვხედავ 65-ს 35-ზე პიოტრ იანის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო ტრილოგია გველოდება“.

პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის მესამე ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, UFC 333 ტურნირის თანამთავარ მოვლენად გაიმართება. 2025 წლის დეკემბერში, ლას-ვეგასში გამართულ UFC 323-ზე, იანმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა მერაბ დვალიშვილი და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ფორმაში ვარ, ჩემი შეჩერება შეუძლებელია“ - სეხუდო დვალიშვილთან გამარჯვებაზე
„როცა ფორმაში ვარ, ჩემი შეჩერება შეუძლებელია“ - სეხუდო დვალიშვილთან გამარჯვებაზე