“ვფიქრობ, ხვალ როდრი ითამაშებს“ - ფლიკი ბილბაოსთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ბილბაოს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ჰანსი ფლიკმა სხვადასხვა საკითხებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„იამალს თავის ტკივილები ჰქონდა, მაგრამ ახლა კარგად არის. ის გენიოსია. სამი კვირა დაისვენა და ახლა მხოლოდ რამდენიმე დღე ივარჯიშა, ამიტომ საუკეთესო ფორმაში ჯერ ვერ არის. მისი პიკზე დაბრუნებაზე უნდა ვიმუშაოთ. ბედნიერი ვარ, რომ მან 60 წუთი ითამაშა და „ელჩესთან“ მატჩის პირველ ორ გოლში მონაწილეობა მიიღო. ბევრი რამ მოგვცა და ბევრს მუშაობს. პროგრესირებს. ის გვჭირდება. წარმოუდგენელი ფეხბურთელია.“
ატლეტიკზე:
„მათ მწვრთნელს ვიცნობ, ის ჩვენთან მუშაობდა. მას ძალიან მკაფიო სტრუქტურა აქვს, ძალიან კარგი სპეციალისტია და „ატლეტიკის“ ფილოსოფიას შესანიშნავად ერგება.“
როდრიზე და პედრიზე:
„ვფიქრობ, ხვალ როდრი სათამაშოდ მზად იქნება. ამ პოზიციაზე მარკ ბერნალიც გვყავს. როდრის მეტი გამოცდილება აქვს და აშკარა ლიდერია. პედრისთან ერთად ის საშუალებას მოგვცემს, ბურთი და მეტოქე გავაკონტროლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ელჩესთან“ ბურთის ფლობა დავკარგეთ. როდრი ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ ერთად თამაშს სიამოვნებით ვუყურებთ.“
გავის ტრავმაზე:
„კარგად არის, მატჩის შემდეგ მდგომარეობასთან შედარებით ბევრად უკეთ. სერიოზული არაფერი ყოფილა. გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება და შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.“
ცენტრალურ მცველზე:
„ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ახლა გვყავს, დაცვაში ყველაფერი კარგადაა. სხვა ვარიანტებიც გვაქვს. ერიკს, ჟიულს და ჟერარს პოზიციების შეცვლა შეუძლიათ. ანდრეასმა და ჟერარმა ძალიან კარგად ითამაშეს. გვყავს კუბარსიც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და მის გაფრთხილებას ვაპირებ. ის კვლავ ბევრ მატჩს ითამაშებს. მას თამაში სურს. ახალგაზრდაა, ახლახან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონასა და ბილბაოს ატლეტიკის დაპირისპირება 27 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.